ახალი ამბები

სოფელ კონდოლში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.