,,თელავგაზის” აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი დარჩა
შპს ,,თელავგაზის” აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი უცვლელი დარჩა. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო.
სემეკში განმარტავენ, რომ შპს „თელავგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების გრძელვადიანი ტარიფების დადგენაზე მსჯელობა მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი სამომხმარებლო ტარიფის უცვლელად დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს.
ბუნებრივი აირის ეს ტარიფი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
„შპს „თელავგაზის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან, დღგ-ს ჩათვლით 1 მეტრ კუბი 53 თეთრს შეადგენს.
კომპანიისთვის რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 1 მეტრ კუბი 20 თეთრის ოდენობით დადგინდა, განაწილების საქმიანობის ტარიფმა შეადგინა 22 თეთრი, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი 2 თეთრით განისაზღვრა“, – აცხადებენ სემეკში.