ახალი ამბები

16 იანვრიდან კახეთში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 იანვრიდან კახეთში ამინდი გაუარესდება. მომავალი კვირიდან აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით მოსალოდნელია ყინვა, დღისით კი ნალექი, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპი, ხოლო ზოგიერთ მუნიციპალიტეტში თოვლია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16 იანვრიდან მოიღრუბლება, აცივდება, ზოგან მცირე თოვლსა და ნისლს ვარაუდობენ.

,,16 იანვრიდან კახეთის რეგიონში ღამით ჰაერის ტემპერატურა დაეცემა. ღამით მოსალოდნელია -1-დან -4 გრადუსამდე ყინვა, დღისით კი ჰაერი 3-დან 8 გრადუსამდე გათბება. 22 იანვრის ჩათვლით ამინდი ცივი და ღრუბლიანი იქნება. 16 იანვარს მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით”,- აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.