გურჯაანში ექიმი-ვენეროლოგი თემურ ნესუაშვილი გარდაიცვალა
69 წლის ასაკში გურჯაანში ექიმი-ვენეროლოგი, თემურ ნესუაშვილი გარდაიცვალა.
თემურ ნესუაშვილმა 1975 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა. 1975-1980 წლებში მუშაობდა აფხაზეთში, ქალაქ გალში ექიმ-ვენეროლოგად. 1980-1987 წლებში გურჯაანის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი იყო.
ამის შემდეგ საქმიანობა ჯერ გურჯაანის რაიონულ საახადმყოფოში, შემდეგ კი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში განაგრძო.
2001 წლიდან იყო ასევე ვენდისპანსერის მთავარი ექიმი. 2011 წლიდან გახსნა საკუთარი, “ერთი ექიმის კლინიკა“, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი