ლაგოდეხში ლოკოკინების ფერმა აშენდება
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ლოკოკინების ფერმა აშენდება.
კახეთში ლოკოკინების ფერმის გახსნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში იგეგმება. პროექტი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპის“ ხელშეწყობით განხორციელდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ 2020 წელს რეგიონებში 20-მდე ლოკოკინის ფერმა ამოქმედდება.
„საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ძალიან ბევრმა გამოხატა ლოკოკინის ფერმის გახსნის სურვილი. მათ შორის ინტერესია კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. 2020 წელს, ჯამში, ლოკოკინის 20-მდე ფერმა ამოქმედდება, ზოგი გაზაფხულზე, ზოგი კი – შემოდგომაზე.
„ნადი გრუპი“ კონსულტირებას უწევს ლოკოკინის ფერმის მომავალ მეპატრონეებს და აქტიურადაა ჩართული დაპროექტებასა და მონიტორინგში. ეს ფერმები დამოუკიდებელი იქნებიან, რომლებიც ჩვენი კონსულტაციით შეიქმნება და გაშენდება. შემდეგ უკვე ვითანამშრომლებთ ყველასთან.
ზოგიერთი ფერმის პროექტირება დასრულებულია და მოწყობის სამუშაოები იწყება, ზოგი – პროექტირების ფაზაშია. პროექტირების გარდა, „ნადი გრუპი“ ფერმებს სადედე ლოკოკინებით მოამარაგებს’’,- აცხადებენ კომპანიაში.