სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 800 ლარი გახდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, პედაგოგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 800 ლარი გახდება.
მისი თქმით, პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი.
,,ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სიტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი და უკვე 2020 წლიდან უკვე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.