ახალი ამბები

გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს.

მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ქალაქ გურჯაანში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, აგურის ყოფილი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

ფონდის ინფორმაციით, თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება სათანადო ინფრასტრუქტურით და ინვენტარით.

თავშესაფარი კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

 

ავტორი: თორნიკე ხალხელაური