ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ახალი ნაძვის ხე საშობაოდ განათდება

დედოფლისწყაროს ახალი ნაძვის ხე საშობაოდ განათდება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ნაძვის ხის მონტაჟი ქალაქის ცენტრში უკვე დასრულდა.

,,ახალი ნაძვისხე დედოფლისწყაროში შობისთვის აინთება. ის იქნება კახეთში ყველაზე დიდი ნაძვისხე. ნაძვის ხის მონტაჟი უკვე დასრულებულია”,- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე 2 იანვარს, გვიან ღამით დაიწვა. ნაძვის ხე მუნიციპალიტეტმა 2012 წელს შეიძინა.