ახალი ამბები

თელავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

თელავი- თბილისის მიმართულებით კერძო ტაქსით მგზავრობამ სამი ლარით მოიმატა. ადგილობრივების ინფორმაციით, 12 ლარის ნაცვლად თბილისში მგზავრობაში ახლა უკვე 15 ლარს იხდიან.

ტაქსის მძღოლები მგზავრობის ღირებულების გაზრდას საწვავზე ფასის მატებას უკავშირებენ.

ავტორები: თიკო ქოქიაშვილი, თორნიკე ხალხელაური