ახალი ამბები

წნორში დეიდის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.~

როგორც “knews.ge” – ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა დააკავეს 1993 წელს დაბადებული ი.გ.

“მიმდინარე წლის 2 იანვარს, ქალაქ წნორში, თავის საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს 1969 წელს დაბადებული ი.ხ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც გარდაცვლილის ნათესავია, თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა ი.ხ.-ს, სახლიდან წაიღო ფული და ძვირფასი ნივთები და მიიმალა. ი.ხ. მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა”, – აცხადებენ შსს-ში.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ადგილიდან წაღებული ოქროს ნივთები და ფულადი თანხა. ბრალის დამტკიცების შემთხვვევაში მამაკაცს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი