ახალი ამბები

სიღნაღში დისშვილმა დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დისშვილმა დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დეიდას ფულს სთხოვდა, რის შემდეგაც მას ბლაგვის საგნით თავში დაზიანებები მიაყენა.
მათივე თქმით, კაცი ხშირად სვამდა და ქალს ფულისთვის აკითხავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განხრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.