ახალი ამბები

თელავში საშობაო ალილო გაიმართება

7 იანვარს, 16:00 საათზე, თელავში “ალილოს” სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსვლელობა ღვთაების მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და ცენტრალური მოედნის გავლით, „გიგოს გორაზე“ არსებულ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან დასრულდება.

უწყების ცნობით, შეგროვილი ნობათი თელავის მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ მოსახლეობას გადაეცემა.

„ალილოს“ საშობაო მსვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ალავერდის ეპარქიის ორგანიზებით იმართება.

 

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი