ლაგოდეხის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დაამტკიცა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ლ განმარტებით, 2020 წლის ბიუჯეტმა 13 მილიონ 147 300 ლარი შეადგინა.
,, პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ მიმართულებაზე დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამაში შედის საგზაო ინფრასტრუქურის, ასევე წყალმომარაგების ხარისხის გაუმჯობესება და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.
სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი გაიზარდა და მისი დაფინანსება შეადგენს 743 000 ლარს. რაც უფასო სასადილოების, ასევე თბობის სეზონთან დაკავშირებული ხარჯების, მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება”,-განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
2020 წლის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ძირითად ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს ფრაქციამ ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარი არ დაუჭირა.