ყვარელში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება
ყვარლის მუნიციპალიტეტეში, შპს „ინდეკო“ და შპს „ინვინო“ ახალი სასტუმრო კომპლექსისა და თანამდეროვე ხელოვნების გალერეის მშენებლობას იწყებენ.
ერთობლივი ინვესტიცია, რომელიც ჯამში, 40 მილიონ ლარს გადააჭარბებს მოიცავს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას და მენეჯმენტს, მიმდებარე ბუნებრივი ლანდშაფტის რეაბილიტაციას და მოწესრიგებას, თანამედროვე ხელოვნების გალერეის მშენებლობას, მისი ექსპონატებით დაკომპლექტებას და მართვას.
,,ადრეულ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „ინვინო“-ს მიერ მოხდა ვენახების გაშენება. კომპლექსის ტერიტორიაზე, 2020 წელს აგრეთვე დაგეგმილია ღვინის თანამედროვე საწარმოს მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება”, – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.
სასტუმროს მშენებლობის დაწყება ოფიციალური ღონისძიებით გაიხსნა, რომელსაც კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრო.