გურჯაანის მერია 700-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 700-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს.
უწყებაში განმარტავენ, რომ სოციალური პაკეტის მიმღები ოჯახები კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა.
,,საახალწლო ნობათის გადაცემა ბენეფიციარებისთვის ყოველდღიურად მიმდინარეობს. შეირჩა სოციალურად დაუცველი ოჯახები (მინიმალური ქულათა რაოდენობით), მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირების ოჯახები და მარჩენალდაკარგულები.
2019 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საახალწლო ნობათებისთვის 30 000 ლარია გამოყოფილი”, – აცხადებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.