2020 წლიდან თელავში გზებზე გადასასვლელების და შუქნიშნების მოწესრიგება დაიწყება
2020 წლის ბიუჯეტიდან ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელების, ზებრების განახლება და შუქნიშნების მოწესრიგება მოხდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივით უწყებას მოქალაქეებმა მიმართეს.
,,ბიუჯეტის პროექტის დამუშავების პროცესში შემოვიდა რამდენიმე წინადადება ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელების, ზებრების განახლებისა და შუქნიშნების მოწესრიგების მიმართულებით.
გავეცანით ამ ინიციატივებს, დავუჭირეთ მხარი და მერია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე და შიდა გზებზე ზებრების მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, ამისთვის შესაბამისი თანხაც არის გათვალისწინებული”,- განუცხადა knews.ge-ს შოთა ნარეკლიშვილმა.