DMO VISIT KAKHET-მა დაინტერესებულ პირებს 2020 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა
DMO VISIT KAKHET-მა ბიზნეს სექტორის, ტურიზმის და თვითმმართველობის წარმომადგენლებს 2019 წლის მუშაობის ანგარიში და 2020 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, თინიკო ხანჯალიაშვილის თქმით, 2019 წელი ორგანიზაციისთვის ნაყოფიერი იყო, რადგან განხორციელდა და დაიწყო ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას, მეტი ტურისტის მოზიდვას, ტურიზმით დაინტერსებული პირების გაძლიერებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.
,,ვუმასპინძლეთ ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც წარმოვადგინეთ 2019 წლის გაწეული საქმიანობის შეჯამება და 2020 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე მოვიწვიეთ ტურიზმში ჩართული ყველა დაინეტერსებული მხარე, ეს არის ბიზნეს თუ არასამთავრობო სექტორი, ასევე გიდები, ტუროპერატორები, გადაწყვეტილების მიმღები პირები და მათ წარვუდგინეთ ის გეგმა, რომლითაც ვფიქრობთ, რომ ვიმუშავოთ 2020 წელს.
გეგმაში გვაქვს საინტერესო აქცენტები მარკეტინგის, ახალი პროდუქტების შექმნის, კონკრეტული ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით. გვაქვს ასევე ტრენინგებისა და სწავლების კომპონენტი, ღონისძიებების მთელი ჩამონათვალი და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ საინტერესო გეგმა წარმოვადგინეთ.
ეს დოკუმენტი ჩვენი სამოქმედო გეგმის პროექტია და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მის დახვეწაში კერძო სექტორი და გადაწყვეტილების მიმღები პირები. გვინდა მათ კრიტიკულად შეხედონ გეგმას, თავიაანთი მოლოდინები და ინიციატივები მოგვაწოდონ თუ როგორ წარმოუდგენიათ 2020 წელი ჩვენთან ერთად’’,- განუცხადა knews.ge-ს თინიკო ხანჯალიაშვილმა.
ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას უწყების მიერ 2019 წლის საქმიანობების და 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.