გურჯაანში ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები საზეიმოდ განათდება
ქალაქ გურჯაანში საშობაო ღონისძიებებისთვის მზადება დილიდან დაიწყეს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ,,საახალწლო ქალაქის” მიმდებარე ტრიტორიაზე გაიხსნა საახალწლო მარკეტი და თოვლის პაპას ქოხი.
18:00 საათიდან კი მსმენელების წინაშე ბენდი “ხარება” წარსდგება. უწყებაში განმარტავენ, რომ მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო განათებები 20:00 საათზე საზეიმოდ ჩაირთვება, რომელსაც დაასრულებს ფოიერვერკი და DJ შოუ.
,,მთელი დღის განმავლობაში, სტუმრებისთვის იქნება გათბობით უზრუნველყოფა – „ცეცხლი კასრებში”, ფოტოსესია; ასევე, დაანონსდება სოციალური კამპანია “მზრუნველთა კალათა” და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მთავარ საახალწლო ნაძვის ხესთან, 30 დეკემბრის 15:00 საათამდე დაეხმაროს სოციალურად დაუცველებს.
დღესვე სამარშუტო ტაქსები იმოძრავებენ სამი მიმართულებით ორმხრივად 14: 00-დან 22:00 საათამდე სრულიად უსასყიდლოდ: გურჯაანიდან სოფელ კაჭრეთის მიმართულებით, ასევე ქალაქ გურჯაანიდან სოფელ კარდენახის და კახიფარის მიმართულებით”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.