ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში მეწარმე ქალების გაძლიერების გზებზე იმსჯელეს

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მედია ცენტრი კახეთი” NDI-ის მხარდაჭერით თელავში მეწარმე ქალთა გაძლიერების პროექტის ფარგლებში სამიზნე ჯგუფთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.

მედია ცენტრი კახეთის ხელმძღვანელის, მაია მამულაშვილის თქმით, პროექტი მიმართულია მეწარმე ქალების საჭიროებების გამოვლენისა და გადაჭრისკენ.

მისივე თქმით, საინფორმაციო შეხვდრის დროს გამოიკვეთა, რომ მეწარმე ქალებს აქვთ სურვილი საკუთარი ინიციატივების განხორციელების და ადვოკატირების.

,,მეწარმე ქალთა კლუბი 2’’ არის პროექტი, რომელიც მხარს უჭერს თელავში მცხოვრები მეწარმე ქალების ინიციატივებს, რომელიც მიმართულია კონკრეტული საჭიროებების გადაჭრისთვის რაც ამ ჯგუფს გააჩნია. პროგრამის ფარგლებში მოხდა საინფორმაციო შეხვედრების უზრუნველყოფა. თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, მოხდა მეწარმე ქალთა ბაზის შემუშავება და შექმნა.

სწორედ ამ ბაზის საფუძველზე გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი საკითხები. კერძოდ, მეწარმებს სურთ გარკვეულის ტიპის ინიციატივების განხორციელება, თავიაანთი პრობლემების ადვოკატირება და მისი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უწყებამდე მიტანა.

მეწარმე ქალთა საჭიროებები არის ძალიან დიდი და ადგილობრივ დონეზე ნაკლებად ხდება ამ ინიციატივების მხარდაჭერა. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია, რომ  მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივებს და შუალედური რგოლის როლი ითამაშოს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში დაიწყოს მეწარმე ქალთა საკითხებზე მუშაობა.

პროგრამის ფარგლებში, საბოლოო ჯამში მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ უშუალოდ თავიაანთი ინიციატივების ადვოკატირება მოახდინონ ადგილობრივ დონეზე’’,- განუცხადა Knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.

წინამდებარე პროექტი ,,მეწარმე ქალთა კლუბი2″-ის ვიდეოს გადაღება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.

აღნიშნული ვიდეოს შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.