ირაკლი ქადაგიშვილი- თუშეთში საბაგირო გზის მშენებლობის პროექტი მუშავდება
თუშეთში სამომავლო პერსპექტივად მუშავდება საბაგირო გზის მშენებლობის პროექტი.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ამ ეტაპზე პროექტი მუშავდება, რომლის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება, რაც სავარაუდოდ 1 წელი გაგრძელდება.
,,თუშეთისთვის სამომავლო პერსპექტივად კერძო ბიზნესის ინიციატივითა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერით, მუშავდება საბაგირო გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის მიხედვითაც, ცენტრალური გზიდან თუშეთის გზის მე-20 ან 22-ე კილომეტრზე მოეწყობა ქვედა სადგური, საიდანაც თუშეთში შემოსული პირები ჩამოვლენ საბაგირო გზით’’, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუბერნატორის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების ლოკაციად აბანოს უღელტეხილი განიხილება.