თელავში მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტის აღდგენა 2020 წლისთვის დაიწყება
თელავში მევენახეობის კვლევითი ინსტიტუტის ახალი ფუნქციით აღდგენის პროცესი 2020 წლისთვის დაიწყება.
პროექტს კომპანია “ვივი” რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი მევენახეობა-მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტის ადგილზე განახორციელებს.
,,აღდგება ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული 40 ჰექტარი ვენახი, ინსტიტუტის საკუთრებაში არსებული ლაბორატორიები. პროექტი ითვალისწინებს 150 ნომრიან სასტუმრო კომპლექსს და მუზეუმს. სამომავლოდ დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსში პირველ ვიზიტორს 2022 წლის ბოლოს მიიღებს”,- აცხადებენ კომპანიაში.
თელავის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია და ამ ეტაპზე სამშენებლო და საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიებს არჩევენ.
პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ პარარელურად ინვესტიციისთვის საჭირო თანხა უნდა განსაზღვროს.