ახალი ამბები

ხვალ თელავში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

ხვალ, თელავის ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხე აინთება.
საზეიმო ღონისძიები 19:30 საათიდან დაიწყება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ
ადგილობრივი მუსიკალური ანსამბლები დამსწრეთა საახალწლო განწყობაზე იზრუნებენ და თემატურ კომპოზიციებს შეასრულებენ.

ბავშვების მხიარულ განწყობაზე კი თოვლის პაპა, ელფები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ.

,,ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი პატარებთან ერთად აანთებს. აინთება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში დამონტაჟებული ილუმინაციები”,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.