თელავსა და გურჯაანში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
თელავსა და გურჯაანში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ბიზნესმენმა და მაღაზიათა ქსელის ,,გერმანია” დირექტორმა გია ხაზიურმა თელავში და გურჯაანში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მათ პედაგოგებს 50 ლარიანი სასაჩუქრე პაკეტები გადასცა, რომლითაც მათ მაღაზიაში ტანსაცმლის ყიდვა შეუძლიათ.
მან ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები გადასცა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
,,გურჯაანის დღის ცენტრის ლაიფლაინის 20 ბენეფიციარს, თელავში 20 და ახაშენში მცხოვრებ 11 ბენეფიციარს 50 ლარიანი ფულადი ვაუჩერი გადაეცა. ბენეფიციარებს მისი განაღდება გერმანულ მაღაზიათა ქსელში შეუძლიათ. ასევე დღის ცენტრ ,,ლაიფლაინს“ მტვერსასრუტიც ვაჩუქეთ. გარდა ამისა, თელავის 20 მზრუნველობამოკლებულ სოციალურად დაუცველ ბავშვს და პედაგოგებს 50 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადავეცით. ბედნიერი ვსრ, რომ მათი გახარება შევძელი”,-განაცხადა გია ხაზიურმა.