ლაგოდეხის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ალექსანდრე ბაინდურაშვილი უხელმძღვანელებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ალექსანდრე ბაინდურაშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმომადგენლობითმა ორგანომ ფარული კენჭისყრით მიიღო.
როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, იურიდიულ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელის პოსტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი დარბაიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
უწყებაში განმარტავენ, რომ წარმომადგენლობითმა ორგანომ ასევე ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ თავმჯდომარის მოადგილისათვის თანამდებობრივი სარგოს დანიშვნის შესახებ იმსჯელა.
აღნიშნულ პოსტზე ალექსანდრე ბაინდურაშვილი გრიგოლი ჭიღლაძემ შეცვალა.