კახური ტრადიციული მეღვინეობის ველისციხის ქარხანაში 6 ადამიანი დააკავეს
კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ველისციხის ქარხანაში თაღლითობის ფაქტზე 6 ადამიანი დააკავეს.
კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის 22 სექტემბერს კომპანიის თანამშრომლებმა ღვინის ქარხანაში კუსტარულად დამზადებული მოწყობილობა სასწორზე დამონტაჟებული ნახეს, რომელიც მევენახეებისგან შესყიდულ ყურძნის წონას ზრდიდა. კომპანიის ზარალმა 10 000 ლარამდე შეადგინა.
ცნობისთვის, ველისციხის ქარხანაში სასწორზე დამონტაჟებული იყო კუსტარულად ჩიპი, რომლის მიზანს კონკრეტული მანქანების აწონვის შემდეგ სასწორი მწყობრიდან გამოეყვანა წარმოადგენდა, რათა წონა, არსებულზე მეტი ეჩვენებინა. სასწორი და იქ დამონტაჟებული ჩიპი, სტაციონარულად იმართებოდა გარედან, დაახლოებით, 100-150 მეტრი რადიუსიდან.
კომერსანტის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც თაღლითობას გულისხმობობს.