თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში შენობის კაპიტალურ შეკეთებას ითხოვენ
თელავის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში 80 ათასი წიგნია. დაწესებულების დირექტორის, მაყვალა წიკლაურის ინფორმაციით, ბოლო 2 წელიწადში მკითხველთა რიცხვი გაიზარდა და მისი რაოდენობა 3 ათას აღწევს. იმისათვის, რომ ბიბლიოთეკა მკითხველებსა და სტუმრებს სრულყოფილად მოემსახუროს, შენობის კაპიტალური შეკეთებაა აუცილებელი.
თელავის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა
თელავის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა
ავტორი: თორნიკე ხალხელაური