ახალი ამბები

საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა სტატისტიკა გენდერულ ჭრილში – ინფოგრაფიკა

კახეთის რეგიონში 8 მუნიციპალიტეტის მერიებში მომუშავე საჯარო პირების რიცხვი და გენდერული სტატისტიკა საკრებულოებში არსებული სიტუაციიისგან განსხვავებულია. მერიებში დასაქმებული პირების თითქმის ნახევარს ქალბატონები წარმოადგენენ. 

თუ კახეთის რეგიონის საკრებულოებში საკრებულოს 249 წევრიდან, 218 მამაკაცი და 31 ქალია, მერიების შემთხვევაში 1064 საჯარო მოსამსახურედან 539 მამაკაცი და  525 ქალია დასაქმებული.

ყველაზე მეტი ქალი თანამშრომელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობს, ხოლო ყველაზე ცოტა ყვარლის მუნიციპალიტეტში.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და გენდერული თანასწორობის მიღწევა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაც არის.

„ასოცირების ხელშეკრულება და მასში გაწერილი მოთხოვნები, დასაქმების, სოციალური დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს. საქართველომ უნდა უზრუნველყოს სოციალური ჩართულობა და გენდერული თანასწორობა“,- ნათქვამია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში.