ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა თელავშიც გამოუცხადეს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ადვოკატებმა სოლიდარობა კახეთშიც გამოუცხადეს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები თელავის რაიონულ სასამართლოსთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ყველა ადვოკატმა საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხარი უნდა დაუჭიროს ექიმის განთავისუფლებას.
,,ვაჟა გაფრინდაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, ის უკანონო პატიმარია და ვითხოვთ მის განთავისუფლებას”,– განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, თვეზე მეტია საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

