ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გამოკითხვა თელავში მოზარდის სუიციდთან დაკავშირებით

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით knews.ge-მ თელავში გამოკითხვა ჩაატარა.

კითხვაზე თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და სკოლების ადმინისტრაციამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს, ადგილობრივების თქმით, აუცილებელია სკოლის დირექციამ მეტი იმუშავოს მოზარდებთან.

მათი თქმითვე, სასწავლო დაწესებულებებში კვალიფიციური ფსიქოლოგის მუშაობა მნიშვნელოვანია.

,,აუცილებელია სკოლის დირექცია არა ჩხუბით და პოლიციაში სიარულით, არამედ უფრო დამრიგებლური კუთხით მიუდგეს მოზარდს. სკოლაში არ უნდა ეჩხუბონ მოზარდებს და ზეწოლა არ უნდა მოახდინონ.

როცა დაატყობენ ბავშვი აღელვებულია, აგრესიული ან სხვა თვისებებს ავლენს, აუცილებელია საქმეში კვალიფიციური ფსიქოლოგის ჩართვა, რომელიც სკოლაში უნდა იყოს. რაც თბილისში მოხდა და რასაც მოყვა ახალგაზრდას თვითმკვლელობა, მსგავსი მიდგომა სკოლის დირექციის მიერ დაუშვებელია. მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს”,- განუცხადეს Knews.ge-ს თელავში მცხოვრებლებმა.

იხილეთ გამოკითხვა: