სოფელ კასრისწყალში მომხდარ ფაქტზე 1 პირი დააკავეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ 1955 წელს დაბადებული ჯ. უ. დააკავა.
85 წლის ერესტო ღულელაურს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მამაკაცი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, მეზობლებმა აღმოაჩინეს.
ადგილობრივების თქმით, ერესტო ღულელაური ჯერ დააყაჩაღეს, შემდეგ კი თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და მოკლეს. მამაკაცის ცხედარს, დაზიანებები სწორედ თავის არეში აღენიშნება.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცს შირაქის ველზე საქონელი ჰყავდა, რომელიც რადენიმე დღის წინ გაყიდა.
მეზობლები მკვლელობას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავები საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით აგრძელებენ, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.