სამოქალაქო აქტივისტებმა თელავში მდუმარე აქცია გამართეს
„ამ ცხოვრების დედაც”, „სისტემა კლავს“ – ამ შინაარსის წარწერებით, თელავის კრიმინალური პოლიციის სამმართველოსთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა მდუმარე აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალება გააპროტესტეს. მათი თქმით, აუცილებელია ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტზე ყველა იმ პირის დასჯა, ვინც მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.
”ვითხოვთ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც უფლებამოსილებას გადააჭარბა. ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში,სადაც სისტემა კლავს’’,- განუცხადეს Knews.ge-ს აქციის მონაწილეებმა.
ავტორი: თიკო ქოქიაშვილი, თორნიკე ხალხელაური