ბაადურ რევაზიშვილი- თელავის მერიასთან და უნივერსიტეტთან დატოვებული წარწერები წაშალეს
,,ნაციონალური მოძრაობის” და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ბაადურ რევაზიშვილის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით მის მიერ დატოვებული წარწერები ,,ამ ცხოვრების დედაც” რითიც მან 15 წლის მოზარდის გარდაცვალება გააპროტესტა, წაშლილია.
მისი თქმით, მსგავსი შინაარსის წარწერები რამდენიმე საჯარო სკოლის, მერიის და სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაწერა.
,,წუხელ წარწერების დატოვებით გავაპროტესტეთ 15 წლის მოზარდის გარდაცვალება. რამდენიმე ადგილას დავტოვეთ წარწერები როგორც მე-4 და მე-7 სკოლათან, ასევე თელავის მერიასთან და სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მერიასთან და უნივერსიტეტთან წარწერები წაშლილია”,- განუცხადა knews.ge-ს ბაადურ რევაზიშვილმა.