თელავში 15 წლის მოზარდის გარდაცვალება გააპროტესტეს
“ნაციონალურმა მოძრაობამ” თელავში 15 წლის მოზარდის გარდაცვალება გააპროტესტა. ბადურ რევაზიშვილმა მუნიციპალიტეტის მერიასთან წითელი საღებავით, წარწერა “ამ ცხოვრების დედაც” გააკეთა.
მისი თქმით, ლუკა სირაძე არასწორი მმართველობის მორიგი მსხვერპლია და მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია.
,,გარდა მერიის მიმდებარე ტერიტორიისა, წარწერები რამდენიმე სკოლასთან და უნივერსიტეტთანაც გავაკეთეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან მოახდინა რეაგირება. ერთი გამომძიებლის დაკავებით სამართლიანობა ვერ აღდგება”,- განუცხადა knews.ge-ს ბაადურ რევაზიშვილმა.
მსგავსი შინაარსის წარწერები წუხელ გვიან ღამით ასევე ქალაქ თელავში სახელმწიფო უნივერსიტეტის ფასადზე და მიმდებარე ტერიტორიებზეც გააკეთეს.