ახალი ამბები

თელავის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეუწყდა

ქალაქ თელავში, ეგრეთწოდებული ლტოლვილთა დასახლებისა და ოთხი ქუჩის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა და იქ მცხოვრები ოჯახების უმრავლესობა გათბობის გარეშეა დარჩენილი.

თელავგაზში განმარტავენ, რომ ავარიის მიზეზი რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსთან ბუნებრივი აირის მაღალი წნევა გახდა.

,,მოძველებულმა მილებმა მაღალ წნევას ვერ გაუძლო და გასკდა. აღდგენითი სამუშაოები ამ წუთშიც მიმდინარეობს”, – აცხადებენ კომპანიაში.

თელავგაზში გაზმომარაგების აღდგენის ზუსტ დროს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.