თბილისში დაგეგმილ აქციას გურჯაანიდანაც შეუერთდებიან
14 დეკემბერს თბილისში, “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციას გურჯაანიდანაც შეუერთდებიან. გურჯაანის რაიონულ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მასშტაბური შეკრებისთვის მზადება უკვე დაიწყეს.
რაიონული ორგანიზაციის აქტივის კოორდინატორის, ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საჯარო მოხელეები, ისე პარტია ,,ქართული ოცნების,, მხარდამჭერები. ტრანსპორტირების ხარჯებს თავად აქციის ორგანიზატორები დააფინანსებენ.
კოტე ბერიძიშვილის თქმით, შაბათს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაში ათიათასობით ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით საზეიმო კვირეული მიმდინარეობს. 14 დეკემბერს დაგეგმილი აქცია ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შემაჯამებელი იქნება.