თბილისი-ბაკურციხის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელი ემსხვერპლა
თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ყვარლის პოლიციის თანამშრომელი, სოფელ გავაზის მკვიდრი 35 წლის გიორგი ახვერდაშვილი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მის მანქანას საპირისპიროდ მოძრავი ავტომანქანა შეეჯახა. პოლიციის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა მანქანას.
აღნიშნული ფაქტი knews. Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.