ახალი ამბები

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაჭრილი მწყემსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაჭრილი მწყემსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ის განჯის ჰოსპიტალშია მოთავსებული. მწყემსი თავის არეშია დაჭრილი. აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განმარტებით, 6 დეკემბერს საქართველოს მხრიდან მწყემსმა ცხვრის ჯოგთან ერთად გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი და აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც შეამჩნიეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა.

„მესაზღვრეებმა ჯოგის გარეკვა სცადეს, თუმცა მათთან ერთად მყოფი ათამდე ძაღლი მესაზღვრეებს თავს დაესხა. მესაზღვრეებმა დაშინების მიზნით ჰაერში ცეცხლი გახსნეს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და მესაზღვრეები იძულებული გახდნენ ესროლათ ძაღლების მიმართულებით. შემდეგ კი, მათ შეამჩნიეს მწყემსი, რომელიც მიწაზე იწვა. იგი თვის არეში იყო დაჭრილი. მწყემსს აღმოუჩინეს სამედიცინიო დახმარება და იგი გადაყვანილია საავადმყოფოში“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური და სამხედრო პროკურატურა გამოძიებას აწარმოებენ.