თელავის სასამართლომ სოფელ არბოშიკში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის მოთხოვნით იმით დაასაბუთა, რომ სამივე პირი წარსულში ნასამართლევია, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იცნობენ ერთმანეთს, ამასთან არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და ბრალდებულების მიმალვის საფრთხე.
დაცვის მხარე, ერთ- ერთი ბრალდებულის, თორნიკე მანჯავიძისათვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ მანჯავიძე შემთხვების ადგილას საერთოდ არ ყოფილა.
სასამართლომ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. წინსასამართლო სხდომა 2020 წლის 4 თებერვალს, 15 საათზე ჩაინიშნა.