ახალი ამბები

თელავში რეჟისორ მარიამ გულბანის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება

13 დეკემბერს 16:00 საათზე თელავში, ტექნოპარკში გაიმართება რეჟისორ მარიამ გულბანის დოკუმენტური ფილმის, “სანამ მამა დაბრუნდება” ჩვენება.
ფილმის რეჟისორის ინფორმაციით, „სანამ მამა დაბრუნდება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც პანკისის ხეობაში ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს.
მისივე თქმით, დოკუმენტური სურათის მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაშიც აჩვენეს და ასუანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა.
გარდა ამისა, ფილმი მონაწილეობდა “თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალში” და წარდგენილი იყო ნომინაციაზე “ადამიანის უფლებები კინოში.”
კინოჩვენებას თავად რეჟისორიც დაესწრება და გაიმართება დისკუსია ადამიანის უფლებების შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მონაწილეობით.
კინოჩვენება და დისკუსია ტარდება ევროკავშირის ეგიდით, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, რომლის სლოგანია “ახალგაზრდები ადამიანის უფლებათა დასაცავად.”
კინოჩვენებაზე დასწრება თაცისუფალია. მსურველებმა მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია. რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfFhOp5OxBCao-Qll45-oAps0QbjvgS4g2O0G2XoEch-6Tgqw/viewform?fbclid=IwAR0GLANJRHG9SK4dYJ_i0ye28witmF_l8eCYPui-o0jNDIBnxL9mSL7PgYs