თელავში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები საზეიმოდ აღიმართება
საქართველო ეროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიება იმართება.
დღეს, 16:00 საათზე, თელავში, იუსტიციის სახლთან, საქართველოს და ევროკავშირის დროშების აღმართვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ღონისძიებაზე მოწვეულ ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავს