სოფელ არბოშიკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. სამართალდამცავებმა ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ- ერთი დაკავებული სოფელ არბოშიკში მცხოვრები და ყაჩაღობის შედეგად გარდაცვლილი ქალის თანაკლასელია.
თელავის რაიონული სასამართლო დაკავებულებისათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 179-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომელიც ყაჩაღობასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ყაჩაღობა სოფელ არბოშიკში 6 ნოემბერს მოხდა, რის შედეგადაც 65 წლის ქალი გარდაიცვალა.
გარდაცვლილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ახლობლებმა მიაგნეს.