ლაგოდეხში მიწისძვრა მოხდა
კახეთში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში განმარტავენ, რომ პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი დაღესტანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 9 კილომეტრში იყო.