გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ ნახევარ მილიონ ლარამდე გაიზრდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით 14 მილიონ 900 ათასი ლარია გათვალისწინებული. მთავარი ფინანსური დოკუმენტი გასულ წელთან შედარებით 400 000 ლარით გაიზარდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ნატო გონგაძის განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით თანხა მოემატება სკოლამდელ განათლებას, სოციალურ და ინფრასტრუქტურუს მიმართულებებს.
,,2020 წლის ბიუჯეტის პროექტმა 14 მილიონ 900 ათასი ლარი შეადგინა. 2019 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ გეგმას თუ შევადრით, გაზრდილია 400 000 ლარით. პრიორიტეტები არის ინფრასტრუქტურა, ასევე სოციალური სფერო. სოციალური პაკეტების დაფინანსება გაიზარდა 100 000 ლარით და მთლიანად შეადგინა 1 მილიონ 650 000 ლარი. ასევე გაიზრდება სკოლამდელი აღზრდის კუთხით დაფინანსება და შეადგენს 3 მილიონამდე ლარს. მიმდინარე წელს აღმზრდელო დაწესებულებებში კვების კუთხით და აღმზრდელების სახელფასო ფონდი გაიზარდა და სწორედ ამან გამოიწვია თანხის გაზრდა.
ინფრასტრუქტურული მიმართულება ორი კოდით განისაზღვრა. ცალკეა გზები, წყლები, ხევები, საკანალიზაციო სისტემები და მათი მოვლა პატრონობა. ეს მიმართულება დაფინანსდება 4 მილიონამდე ლარით. დასუფთავების მიმართულებაზე გათვალისწინებულია 1 მილიონ 320 000 ლარი’’,- განუცხადა knews. Ge-ს ნატო გონგაძემ.