თელავში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თელავში საინფორმაციო კამპანია გაიმართა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ეთერ შიუკაშვილმა და ნათია ფიცხელაურმა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მიზნით, მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მათ ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლსა და ფუნქციებზე და მოქალაქეებს დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები და ფლაერები.
‘’კამპანიის მიზანია, გავაცნოთ საზოგადოებას სახალხო დამცველის საქმიანობა, თემატური დეპარტამენტამენტების მუშაობის სპეციფიკა. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის ადამიანის უფლებების დაცვა. 2019 წელს საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მთავარ თემად განისაზღვრა სექსუალური შევიწროება’’, – განუცხადა knews.ge-ს თელავში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ეთერ შიუკაშვილმა.