გურჯაანში ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა გაიხსნა
ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გურჯაანში ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები, მათ შორის ვაზისა და ღვინის შესახებ ლიტერატურა, რომლის გაცნობის შესაძლებლობა ყველა მსურველს აქვს.
ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკის თანამშრომლების ინფორმაციით, გურჯაანის ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის დარბაზი ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის შესახებ ელექტრონული ბაზებითაც ისარგებლებს.
“გურჯაანი მეღვინეობით განთქმული მუნიციპალიტეტია, აქ ყოველწლიურად იმართება ღვინის ფესტივალი და გადავწყვიტეთ, ჩვენც ჩავრთულიყავით ამ პროცესში.
ვაპირებთ მეღვინეებისთვის ლექციების, საინფორმაციო ტიპის შეხვედრების ჩატარებას”, — აცხადებენ გურჯაანის ბიბლიოთეკის წარმომადგენლები.