NDI თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მართავს (R)
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 10 დეკემბერს, 13:30 საათზე, ქალაქ თელავში, სასტუმრო ,,ალაზნის ველში“ (მის: ალაზნის გამზირი #75) თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მართავს. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.
საჯარო განხილვაზე თელავის მერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს და 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს წარმოადგენს. საკრებულოს ფრაქციები, თელავის გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრებენ და საკუთარ საბიუჯეტო ინიციატივებს წარმოადგენენ. საჯარო შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დისკუსიას, რომლის დროსაც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.
NDI აღნიშნულ აქტივობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.