ახმეტაში ტანსაცმლის მაღაზია ,,Ani’s boutique’’ გაიხსნა ®
ქალაქ ახმეტაში რუსთაველის ქუჩა 94-ში, ტანსაცმლის მაღაზია ,,Ani’s boutique’’ გაისხნა. მომხმარებლებს მაღაზიაში გამორჩეული სტილის და უახლესი მოდელების ტანსაცმლის შეძენა შეუძლიათ. მაღაზია 10:00-დან 19:00 საათამდე მუშაობს.
,,მაღაზია ,,ანის ბუტიკი’’ ახალი გახსნილია. ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვმუშაობ კონსულტანტის პოზიციაზე. გასულ წლებში სულ ყურადღების ცენტრში ვექცეოდი ჩემი იმიჯის გამო და განსხვავებული სტილით. ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა ტანსაცმლის მაღაზია, სადაც მომხმარებლებს შევთავაზებ განსხვავებულ და გემოვნებიან მოდელებს.
თავდაპირვლად ვფიქრობდი, რომ მხოლოდ გოგონებისთვის შემომეტანა ტანსაცმელი, მაგრამ ბუტიკის გახსნას იმდენად დიდი გამოხმაურება მოყვა და ხალხისგან წამოვიდა მოთხოვნა, რომ ჩამომეტანა ტანსაცმელი ბავშვებისთვისაც და საშუალო ასკის ქალბატონებისთვისაც. გადავწყვიტე მათთვისაც შემომეტანა ტანსაცმელი,- განუცხადა knews.ge-ს მაღაზიის მფლობელმა ანა პატარკაციშვილმა.

,,ანის ბუტიკი’’ ამ ეტაპზე გათვლილია 5-დან 60 წლამდე გოგონებისა და ქალბატონებისთვის.
“სულ მალე დავამატებთ მამაკაცის ტანსაცმელს და იანვრიდან მათაც დაველოდებით ჩვენთან.
მომხმარებელს ექნება საშუალება, მაღაზიაში შეიძინოს ქურთუკები, ზედა ტანსაცმელი, ქვედაბოლო კაბები, შარვლები, როგორც კლასიკური ისე სპორტული სტილის და სხვა უამრავი წვრილმანი. რაც შეეხება აქსესუარებს: ჩანთებს, აბადოკებს და სათვალეებს ვთავაზობთ სამიზნე პირებს.
მაღაზია ასევე მუშაობს ონლაინ გაყიდვებზეც. ჩვენი მაღაზიის ფეისბუქ გვერდზე მომხმარებელს ასევე შეუძლია შეუკვეთოს სასურველი მოდელი და ნებისმიერ სოფელსა თუ ქალაქში ვაგზავნით საქართველოს ფოსტით’’, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ანა პატარკაციშვილმა.

ანა ამბობს, რომ მაღაზია სხვებისგან ფასით, სტილითა და პროდუქციის რაოდენობით განსხვავდება.
,,მაღაზიაში შემოტანილი ტანსაცმლის ფასი არის ყველასთვის მისაღები და მეც ამაზე ვარ ორიენტირებული, რომ ყველასთვის იყოს ხელმსაწვდომი. მინდა ბუტიკმა იმუშავოს სწრაფ რეალიზაციაზე და მუდმივად მქონდეს ახალი მოდელების ტანსაცმელი. მაღაზიაში არ მექნება ერთნაირი რამდენიმე ზომის ტანსაცმელი და ყველა მოდელი იქნება თითო.
მაღაზია სულ რაღაც 6 კვირის გახსნილია და მომხმარებელთა რაოდენობას არ ვუჩივით. უკვე ვაპირებთ ახალი კოლექციის დამატებას’’,– ამბობს knews.ge-სთან საუბრისას პატარკაციშვილი.

მაღაზიის მფლობელი სამომავლოდ კახეთის მთელი რეგიონის ათვისებასაც გეგმავს.