ახალი ამბები

დოიჩე ველე- ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ზელიმხან ხანგოშვილის საკითხზე ისაუბრონ

საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხი, შესაძლოა, 9 დეკემბერს, „ნორმანდიულ ფორმატში“ პარიზში გასამართ სამიტზე, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყოს.  ამის შესახებ გერმანული მედია „დოიჩე ველე” იუწყება.

მედიის ცნობით, ლიდერები იმ დიპლომატიურ კრიზისზე ისაუბრებენ, რომელიც მოსკოვსა და ბერლინს შორის, გერმანიის დედაქალაქში, ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ შეიქმნა.

„იმის გამო, რომ მომხდარი დანაშაულის გამოძიებაში რუსეთი აქტიურად არ ერევა, გერმანიის საგარეო უწყებამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსო ნონ გრატად გამოაცხადა.

რუსეთმა საპასუხო ზომების გატარების პირობა დადო, მაგრამ პირობა ჯერ არ შეუსრულებია. ანგელა მერკელმა მხარი დაუჭირა რუსი დიპლომატების გაძევებას. ამასთან, იმედი გამოთქვა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გარშემო შექმნილი სკანდალი პარიზის სამიტზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს“ – წერს გამოცემა „დოიჩე ველე“.