ლაგოდეხში სადიკოვების ოჯახი დააყაჩაღეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები სადიკოვების ოჯახი დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით, ყაჩაღობის მიზნით, ორი შეაიარაღებული ნიღბიანი პირი შეიჭრა და მამაკაცს სასტიკად სცემა. ის სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
მეზობლების ინფორმაციით, ოჯახმა, თავდამსხმელებს სიცოცხლის სანაცვლოდ, ფული შესთავაზა, რის შემდეგაც, უცნობმა პირებმა, სადიკოვის მეუღლის კუთვნილი ოქროს ბეჭედები და მობილური ტელეფონი წაიღეს.
ნაცემი მამაკაცი სხეულის დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში მკურნალობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179- ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.