გურჯაანში ცხოველთა თავშესაფარი შენდება

გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობა მიმდინარეობს.

თავშესაფარი, რომლის მშენებლობასაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, ქალაქ გურჯაანში, დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, აგურის ყოფილი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ცხოველთა თავშესაფარი აღჭურვილი იქნება ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.

,,თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება”, – აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

რეგიონული ცხოველთა თავშესაფარი კახეთის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *